“ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ეკა ხერხეულიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს პრაქტიკულად საკვების მიღების გზა გადაუკეტეს და განუცხადეს, რომ ამანათებს ვეღარ მიიღებს.
ხერხეულიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულების მაღაზიებში საკვებს არ ყიდულობა და მას, მხოლოდ და მხოლოდ, ამანათების შეგზავნით იღებდა.
“მას პრაქტიკულად, გადაუკეტეს გზა კვების, საკვების მიღების, ვინაიდან ის მხოლოდ და მხოლოდ იკვებებოდა ამანათების შეგზავნის გზით, ის არ ყიდულობდა დაწესებულებაში არსებული მაღაზიიდან საკვებს და არ იღებდა იმას, იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი და იგივე ადამიანების მიერ შესაძლებლობა ამანათების შეგზავნის, ერთ-ერთი ვიყავი მე და პასუხისმგებელიც გახლდით ამაზე და დღეს როდესაც მოვიტანე ამანათი არ შეგვაგზავნინეს, სამაგიეროდ, სანამ მე მასთან შევიდოდი განუცხადეს, რომ ის ვეღარ მიიღებს ამანათებს“, - აცხადებს ხერხეულიძე.
20 აპრილს მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა და სხდომათა დარბაზის დატოვება მოუწია.
ადვოკატები ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა და მას შესაბამისი მკურნალობა სჭირდება.
მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია მესამე პრეზიდენტის ქვეყნიდან დაუყოვნებლივ გაყვანას და შესაფერის კლინიკაში მოთავსებას ითხოვს.