თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, ხვალ, 14 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
შეზღუდვები შეეხება შემდეგ მისამრთებს:
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის მოსახლეობას.
ისნის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, დოესის, ზურაბიშვილის, ლეხ კაჩინსკის, გუჯარეთის, აწყურის, კოშკოვანის, გარე კახეთის, ძევერის, საბანაკოს, ჯორჯ ბუშის, მელაანის, პაპიაშვილის და შორაპნის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I მიკრორაიონის, გურჯაანის, მარტყოფის, ნასაკირალის, აბულაძის, ჩუბინიძის, ირბახის, წურწუმიას და აჩაბეთის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქოშიგორის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის და ფარსადანის ქუჩის მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას, ტაშკენტის და შარტავას ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, კაპანელის, ნუცუბიძის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პაიჭაძის და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ლაღიძის, გრიბოედოვის და ბესიკის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მთაწმინდის, გერგეთის და ასათიანის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩარგლის ქუჩის მოსახლეობას.
სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.