ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას პროცესი გაიმართება. როგორც პარტიის ერთი-ერთი წევრი რომან გოცირიძე Facebook-ზე წერს, პარტიის წევრები და მხარდამჭერები სასამართლოს შენობასთან შეიკრიბებიან.
"ხვალ დილით სასამართლოს ორი სხდომაა დანიშნული ნიკა მელიას საქმეებზე. აქედან ერთზე მოხდება გადაწყვეტილების გამოცხადება. ვნახოთ, გარისკავს თუ არა ივანიშვილი მის დაპატიმრებას. თუ გონიერება შერჩენია, ეს არ უნდა ჩაიდინოს. ძალიან ძვირი დაუჯდება. ხვალ დილით ვიკრიბებით საქალაქო სასამართლოში 9:15-ზე", - წერს რომან გოცირიძე.
გარდა ამისა, ხვალ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესებია დანიშნული. ასევე გაიმართება სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის სასამართლო პროცესიც.