logo
ENG



ხვალ თბილისის ნაწილს დენი გაეთიშება - სია

02 ივნ 202411:04
3 წუთის საკითხავი
 
ხვალ თბილისის ნაწილს დენი გაეთიშება - სია

თელასის ინფორმაციით, ხვალ, 3 ივნისს, თბილისის ნაწილს სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება შეეზღუდება. 

შეზღუდვა შეეხება შემდეგ მისამართებს:

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ) და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას.    

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალვანის, ცუცქირიძის, ლომოურის, სამოქალაქოს, კარდანახის, ახვლედიანის, სპარტაკის, გაბისკირიას, ბახვის და ურიცკის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ- სანარგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, მერი შერვაშიძის, იოსებ ჟორდანიას, ზამთრიანის, ბეთაშვილის, გენო ადამიას, ტარას კვარაცხელიას, თამარ და აკაკი პაპავების, ხუდადოვის (ნაწილობრივ), ხეჩუაშვილის, ორჯონიკიძე-ტოროშელიძის, არქიმანდრიტ ილია  კარტოზიას, ურეკის, ანაპის 414 დივიზიის, ჭყონდიდელის, მრევლიშვილის, ფეიქრების, გაბაშვილის, ერისთავის და მექანიზაციის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრო „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორიის, მირცხულავას, კარალეთის, რაფიელ აგლაძის და წყალტუბოს ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების II, V მიკრორაიონების, ფრანგულიანის, ჭირნახულის, ღლონტის, ტყემალაძის და სტურუას ქუჩების მოსახლეობას.    


close დახურვა