კომპანია თელასის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 1-ელ სექტემბერს თბილისის ნაწილს დენი დროებით გაეთიშება.
მათი ცნობით:
საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და დემეტრე თავდადებულის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.
ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ბოგდან ხმელნიცკის, მეველეს, აწყურის, დოესის, კასპის, წინანდლის, კობარეთის და ბესიკ გეთიას ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის (ნაწილობრივ), თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის (ნაწილობრივ) და ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიხეილ წინამძღვრიშვილის, ივანე ჯავახიშვილის, კიევის და მაზნიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა კიკეთის მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გულიას, გიორგი გურამიშვილის, გორგასლის, შოთა ნიშნიანიძის, აფხაზის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას.