logo
ENG



ხვალ თბილისის ნაწილს დენი გაეთიშება - ქუჩების ჩამონათვალი

12 ოქტ 202221:42
3 წუთის საკითხავი
 
ხვალ თბილისის ნაწილს დენი გაეთიშება - ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო ხვალ, 13 ოქტომბერს თბილისის ნაწილს დენი დროებით გაეთიშება.

მათი ინფორმაციით, მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გორგასლის და გულიას (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას. ამავე მიზეზით, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა კოჯრის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მაყაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ცოტნე დადიანის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის, დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), გელოვანის, გაგარინის, გოძიაშვილის და პეტრე სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), გოთუას (ნაწილობრივ), სიმონ ჩიქოვანის, გაგარინის, ბახტრიონის, კუტუზოვის, საბურთალოს, გამრეკელის და სულხან ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ზანდუკელის, ანდღულაძის, სერგი ჯიქიას, ქობულაძის, იოსებ და ლეონ ორბელების, ჩოჩუას, ხარაბაძის, ალექსანდრე წულუკიძის, ზურაბ ბეგიაშვილის, დავით კვაჭანტირაძის, ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ზაქარია მხარგრძელის და ზავრიევის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ალექსეევკის დასახლების (ნაწილობრივ), ქვემო ალექსეევკის დასახლების (ნაწილობრივ), სამხედრო დასახლების (ნაწილობრივ), ორხევის დასახლების (ნაწილობრივ), თვალჭრელიძის, მიხეილ გახოკიძის, მაისურაძის, ევგენია მაისურაძის, ქიზიყის, ენუქიძის, ჭიჭინაძის და მებაღეობის ქუჩების მოსახლეობას.


close დახურვა