logo
ENG



ხვალ თბილისის ნაწილს დენი გაეთიშება - ქუჩების ჩამონათვალი

16 ოქტ 202222:13
3 წუთის საკითხავი
 
ხვალ თბილისის ნაწილს დენი გაეთიშება - ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია თელასის ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო ხვალ, 17 ოქტომბერს თბილისის ნაწილს დენი დროებით გაეთიშება.

მათი ინფორმაციით, ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), მეტრომშენის დასახლების, კაკაბეთის, კოპცევის, ხარაბაძის, ბუკისციხის, სერგი ჯიქიას, ტატიშვილის, კონსტანტინე ანდრონიკაშვილის, იოსებ და ლეონ ორბელიანების, მესხეთის, გომარეთის, ონიაშვილის და ივერიელის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ბოგდან ხმელნიცკის (ნაწილობრივ), ჯავახეთის, ლორთქიფანიძის, ლერწმის, მამუკინის, ჩარხის და სახალხოს ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის და ერისთავის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის (ნაწილობრივ), ფონიჭალის დასახლების და გულუას ქუჩის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III, IV კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების III, IV მიკრორაიონების, რომელაშვილის, გლინკას, რატევანის, მუხრანის, ჩარგლის, ხორნაბუჯის, გუდამაყრის, გოგაშენის, ედისის და ბჟოლეთის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ლამბერტის, კასტელის, მონპერის, კლაპროთის, ტილკეს და რაინეგსის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ამაშუკელის, ინტენსიფიკაციის, აბულაძის, კუტუზოვის, გამრეკელის და მიცკევიჩის ქუჩების მოსახლეობას.


close დახურვა