logo
ENG



ხვალ თბილისის ნაწილს დენი გაეთიშება - ქუჩების ჩამონათვალი

10 ნოე 202219:27
3 წუთის საკითხავი
 
ხვალ თბილისის ნაწილს დენი გაეთიშება - ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 11 ნოემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. 

შეზღუდვები შეეხება შემდეგ მისამართებს:

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ),  პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), გამსახურდიას II კვარტლის, კოსტავას, გაგარინის, გელოვანის, გოთუას, გიორგი სააკაძის, ბუდაპეშტის, გურამ ფანჯიკიძის, ტაშკენტის, კანდელაკის, იოსებიძის, შარტავას, ბროლოსანის, საბურთალოს, ხვიჩიას და ანა კალანდაძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის  გამზირის (ნაწილობრივ), გოთუას, გაგარინის (ნაწილობრივ), იყალთოს, ბახტრიონის, კუტუზოვის, მგალობლიშვილის, საბურთალოს, ტაშკენტის, გამრეკელის, სულხან ცინცაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, კოსტავას და ხვიჩიას ქუჩების  მოსახლეობას.  

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ლერწმის, ბოგდან ხმელნიცკის, ბესიკ გეთიას და პაატა ჯანელიძის  ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ჯიხაიშის, ზედაზენის, ილურიძის, იმერეთის, კოკინაკის, ლომთათიძის, ილორის, სვერის, ავთანდილ ღოღობერიძის, დაისის, ეკა ბეჟანიშვილის, კნოლევის, ქართლის და ქსოვრელის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეფე სოლომონ II, გორგასალის და კრწანისის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის II, III ქუჩების, დიდი ხეივნის, შოთა ნიშნიანიძის, ბადაგის,  ვლადიმერ წითლანაძის, საბატონოს, გულუას და უსახელოურის ქუჩების მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯორის მოსახლეობას.  

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და მარატ ნოზაძის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კედიას ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ), ხვედელიანის და დავითაშვილის ქუჩების  მოსახლეობას.


close დახურვა