logo
ENG



ხვალ თბილისის ნაწილს დენი გაეთიშება - ქუჩების ჩამონათვალი

19 დეკ 202219:57
3 წუთის საკითხავი
 
ხვალ თბილისის ნაწილს დენი გაეთიშება - ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია თელასის ინფორმაციით, ხვალ თბილსის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება.

შეზღუდვები შეეხება შემდეგ მისამართებს:

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ოთხი ათასი მესხის, როსტევანის, ვეფხისტყაოსნის და მეფე მირიანის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) და ნუცუბიძის ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერეს დაღმართის, საქანელას, სანაპიროს, აბაკელიას, ზუბალაშვილების, ჭონქაძის, ჩიტაძის, მთაწმინდის და ბესიკის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საიათნოვას და აბესაძის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების და ვარკეთილი-3 III კვარტლის მოსახლეობას. 

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის ქუჩის მოსახლეობას.


close დახურვა