კომპანია თელასის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 18 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვები შეეხება შემდეგ მისამართებს:
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ლერწმის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, გურამიშვილის, სამუელ ბუაჩიძის, გუდამაყრის და თიანეთის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიტკოვსკაიას ქუჩის მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ბროლოსანის და საბურთალოს ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გულიას, გორგასალის და ნიკოლოზ ჩხეიძის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ქვემო ფონიჭალის დასახლების, გორგასალის, მარნეულის, სადგურის, ვაგზლის, ათონელის და ხიდისთავის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III მიკრორაიონების და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მოსახლეობას.