logo
ENG



ხვალ თბილისის ნაწილს მთელი დღით წყალმომარაგება შეუწყდება - სია

05 სექ 202311:04
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/05/6r4q1sclotwmzso.jpg

GWP-ის განცხადებით, 6 სექტემბერის 10:00 საათიდან 7 სექტემბერის 08:00 საათამდე, დაგეგმილი სამუშაოების გამო, სამგორის რაიონის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება.

"ხვალ , 6 სექტემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, ვარკეთილის II მ/რ, N26-თან , წყალსადენის  ქსელზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვარკეთილის მე-4 მკ-ს მე-2 რიგს, ხომლელის N2 და N 11, წულუკიძის ქუჩას და 1 და 2 შესახვევს, წულუკიძის მე-4 შესახვევის N8-და N10, წულუკიძის მე-3 შეს. N1,2,3,4,5, ზანდუკელის (სერგო ჯიქიას) ქუჩა N22- 34(ლუწები), 21- 51(კენტები), ჯავახეთის ქუჩის N66 დან 152- ჩათვლის, ჯავახეთის ქუჩის 1, 2 და 3 შესახვევს, მე-8 ლეგიონის დასახლებს, აეროდრომის დასახლების მე-4 ქუჩას, სამგორის დასახლებას, ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 მკ რაიონს, კახეთის გზატკეცილი N 17-23(კენტები), 10, 34, 36 და 38 , ონაშვილის, შუამთის 10, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩას, ზაქარია მხარგრძელის, 17 შინდისელის ქუჩას, აეროდრომის დასახლების - მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-8 და მე-10 ქუჩებს, იოზეფ მანდელშტამის ქუჩებს." - ნათქვამია GWP-ის განცხადებაში.


close დახურვა