logo
ENG



ხვალ თბილისის ნაწილს შუქი არ ექნება - ქუჩების ჩამონათვალი

21 ივლ 202215:44
3 წუთის საკითხავი
 
ხვალ თბილისის ნაწილს შუქი არ ექნება - ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, ხვალ, 22 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

შეზღუდვები შეეხება შემდეგ მისამართებს:

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შატბერაშვილის, კეკელიძის, ნინო ჟვანიას და მარაბდის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭოველიძის, ზანდუკელის და კერესელიძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), სულხან ცინცაძის, საბურთალოს და მუხრან მაჭავარიანის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III მიკრორაიონის, პეტრიწის, დემეტრე თავდადებულის, დავარის და ასმათის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), მახათას, ფაღავას, მთავარანგელოზის, ცისკრის, სევანის, გურჯაანის, გონაშვილის და მეველეს ქუჩების მოსახლეობას.  

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ფონიჭალის III, IIIა მიკრორაიონების და ღოღობერიძის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი შინდისის და სოფელი ტაბახმელას (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I, III, IV, V კვარტლების, ბელიაშვილის, ლუბლიანას და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავახიშვილის, ჩიქობავას, ტურგენევის, გრანელის და საბჭოს ქუჩების მოსახლეობას.  

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს და ხომლელის ქუჩის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ავჭალის დასახლების, ზღვისუბნის დასახლების IV კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I  კვარტლის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, ცოდნისკარის, ტყიბულის, ხვანჭკარის, შატილის, საჩხერის, ურეკის, ჩარგლის, ჩხიკვაძის, მაღალაშვილის, ირემაშვილის, სადმელის, რომელაშვილის და ლაგურაშვილის ქუჩების მოსახლეობას.  


close დახურვა