logo
ENG



ხვალიდან ე.წ. ბასლეინებში კერძო ავტომანქანების მოძრაობა იკრძალება

07 თებ 202119:02
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/07/10jw3f8xs6egf0h.png

თბილისის მერიის ინფორმაციით, 8 თებერვლიდან ე.წ. ბასლეინებში კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა იკრძალება. 

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ე.წ ბასლეინის გამოყენების შემთხვევაში კერძო სატრანსპორტო საშუალების მფლობელი დაჯარიმდება. 

"როგორც მოგეხსენებათ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების პარალელურად, დედაქალაქის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავტობუსისთვის განკუთვნილ ხაზებში კერძო ავტომანქანების მოძრაობა დასაშვები ყოფილიყო, რაზეც სამართალდარღვევის ოქმი არ იწერებოდა. ხვალიდან კი, აღნიშნულ ზოლში მოძრაობის უფლება კვლავ მხოლოდ მუნიციპალურ ტრანსპორტს ექნება, ხოლო კერძო სატრანსპორტო საშუალებები ე.წ. ბასლეინებში გადაადგილებისას დაჯარიმდებიან", - აღნიშნულია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ ხვალიდან ქვეყნის მასშტაბიტ მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდება და ის 21:00 საათამდე იმუშავებს. 


close დახურვა