logo
ENG



ხვალიდან კრწანისის ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

18 სექ 202219:37
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/18/5px65we9i7ryyue.jpg

თბილისის მერიის ინფორმაციით, 19 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე, კრწანისის ქუჩაზე, სანიაღვრე ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გულიას მოედნიდან გორგასლის ქუჩის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

მათი ცნობით, კრწანისის მოედნიდან გულიას მოედნამდე კი, სატრანსპორტო საშუალებები შეფერხების გარეშე გადაადგილდებიან.

მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშოების გამო, ავტობუსები: N371, N301, N344, N345, N331, N350 და მიკროავტობუსები: N538, N547, N550, N557, N580, N427 გადაადგილებას შეძლებენ გულიას მოედნიდან გულუას ქუჩაზე. შემდეგ გააგრძელებენ გადაადგილებას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და დაუკავშირდებიან მეტეხის ხიდსა და კოტე აფხაზის ქუჩას.


close დახურვა