მსოფლიო პანდემიის ფონზე ტელეკომპანია „ფორმულა“ საგანგებო ეთერს იწყებს. მოქალაქეების ინტერესების მაქსიმალურად დასაკმაყოფილებლად, მაშინ როცა ინფორმირებულობა კორონავირუსის დაძლევის ერთ-ერთი მთავარი იარაღია, - ყოველ დღე „ფორმულა NEWS“ დასრულების შემდეგ, ეთერს დაიწყებს „კოვიდ - 19“.
გადაცემა, რომელსაც ეკა სამხარაძე წაიყვანს, კვალიფიციურ სტუმრებთან ერთად ამომწურავ დროულ და საჭირო ინფორმაციას მიაწვდის „ფორმულას“ მაყურებელს. „კოვიდ 19-ის“ პირველი ეთერი ხვალ, ზუსტად 21 საათზე შედგება.
გადაცემა ინტერაქციულია - მაყურებელს საშუალება ექნება ფეისბუქის საშუალებით დასვას კითხვები, მათ კითხვებს კი მოწვეული სტუმრები უპასუხებენ.