logo
ENG



ხვალიდან ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

28 მაი 202008:18
3 წუთის საკითხავი
 

ხვალიდან ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება.

მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპოტით მგზავრობისას გარკვეული რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ. დამცავი პირბადის გარეშე მოქალაქეები ვერ იმგზავრებენ. მგზავრებმა სოციალური დისტანცია და ჰიგიენური წესებიც უნდა დაიცვან.

სამარშრუტო ტაქსებით ფეხზე მდგომი მგზავრების გადაყვანა აკრძალული იქნება. ამასთან ტრანსპორტში იკრძალება კონდიცირების ჩართვა, მძღოლი კი ვალდებული იქნება მგზავრთა გადაყვანისას ღია ფანჯრებით გადაადგილდეს. ავტობუსებში წესების დაცვას კონდუქტორები, მეტროში კი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გააკონტროლებენ. 


close დახურვა