logo
ENG



ხვალინდელ აქციას სეუ-ს სტუდენტებიც უერთდებიან

19 ივნ 202222:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/19/fpbuk1dof05ffpd.jpg

ხვალინდელ აქციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჯიპას, საქართველოს უნივერსიტეტის და კავკასიის უნივერსიტეტის გარდა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან.

სტუდენტები 19:00 საათზე ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და 20:00 საათზე პარლამენტთან აქციას შეუერთდებიან.

"საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი ვუერთდებით 20 ივნისს 20:00 საათზე დაგეგმილ აქციას! შევიკრიბოთ 20 ივნისს 19:00 საათზე ფილარმონიასთან და მსვლელობით დავიძრათ საქართველოს პარლამენტისკენ!" - ნათქვამია განცხადებაში.

აქცია "შინ ევროპისკენ!" პარლამენტის წინ 20:00 საათზე დაიწყება.


close დახურვა