საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი ფრანგული ჟურნალის, GQ France-ის 2026 წლის რჩეული მამაკაცის (Men of the Year 2026) ტიტულის მფლობელი გახდა.
გამოცემის შეფასებით, კვარაცხელიამ, რომელიც 2025-2026 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, გადამწყვეტი როლი ითამაშა პარიზული კლუბის მიერ ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ზედიზედ მეორედ მოგებაში. GQ-ს რედაქცია აღნიშნავს, რომ ქართველი ფეხბურთელი თანამედროვე ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა.
„2025-2026 წლების ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ის ზედიზედ მეორე ევროპული ტრიუმფის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო. ქართველი დღეს ეროვნული სიამაყე და ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა“, — წერს გამოცემა GQ France.
