19 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ, შესაძლოა, კარიერა სხვა კლუბში გააგრძელოს.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია ამჟამად ყაზანის "რუბინში" თამაშობს და სეზონის განახლების შემდეგ ძალიან კარგ ფორმაში იმყოფება.
სანდო წყაროების ცნობით, კვარაცხელიას გადაბირებით რუსული პრემიერლიგის ერთ-ერთი გრანდი "კრასნოდარი" ინტერესდება. კრასნოდარელებს ახალგაზრდა ქართველის შეძენა 2019 წელსაც სურდათ, თუმცა, მაშინ ხვიჩას სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხა ძვირი ეჩვენათ.