logo
ENG



ხვიჩია: კოალიციას შევუკრავ იმას, რომელიც უკეთეს პირობას დადებს მოქალაქეებისთვის

28 სექ 202421:25
3 წუთის საკითხავი
 

გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ კოალიციას ნებისმიერ პარტიას შეუკრავს, რომელიც "უკეთეს პირობას დადებს ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის". ამ კონტექსტში ხვიჩიამ არ გამორიცხა ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობაც და თქვა, რომ "გააჩნია, ვინ რას შესთავაზებს".

გადაცემა შაბათის ფორმულას ეთერში ხვიჩიამ განაცხადა, რომ რომელი პარტიაც გირჩის ხედვებს პირველი დათანხმება, მასთან ითანამშრომლებენ და არ აქვს მნიშვნელობა, ეს "ნაცები" იქნებიან, "ქოცები" თუ ისინი, ვინც "ქოცებზე მეტად არ მოსწონს ხალხს".

"მე ზოგადად ქოცკრიტიკოსებს ვეთანხმები ქოცების კრიტიკაში, პრობლემა არ მაქვს, პრობლემა იმაში მაქვს, რომ ნაცკრიტიკოსებსაც ვეთანხმები ნაცების კრიტიკაში, ამიტომ მე ამ წუთის მოცემულობით... ვიღაცა ასეთ ეპითეტს იტყვის, ვიღაცა ისეთს, მე ეპითეტების მიღმა ვაზროვნებ და ვამბობ, რომ მე მხარს დავუჭერ იმას, რომელიც დათანხმება ჩვენს სასამართლო რეფორმას, [...] თუ ამას პირველი მოვა და შემომთავაზებს ქართული ოცნება, ვითანამშრომლებ ქართულ ოცნებასთან, თუ შემომთავაზებს ნაცები, ვითამანამშრომლებ ნაცებთან, თუ სხვას ექნება ძალაუფლება, ეს გააკეთოს - ლელო, გახარიები, მე არ მჯერა, რომ ეს მოხდება, მაგრამ ნებისმიერი, აი, ქოცებზე მეტადაც რომ არ მოგწონდეთ ვინმე, ასეთიც, იმიტომ, რომ მე არ ვმოქმედებ ჩემი პირადი სიყვარულით, სიმპათიით, მეგობრობა შემიძლია თუ არა ვიღაცასთან, საქმეზე ვარ ამ პროფესიაში, სანამ ვმუშაობ, მანამდე საქმით ვაზროვნებ და არა იმით - მე პირადად მომწონს თუ არა. ამიტომ, კოალიციას შევუკრავ იმას, რომელიც უკეთეს პირობას დადებს ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის", - თქვა ხვიჩიამ.

სიტყვა "ეპითეტი" ხვიჩიამ გამოიყენა მას შემდეგ, რაც წამყვანმა მას უთხრა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება რუსული რეჟიმი და აშშ-ის მიერ სანქცირებულია.


close დახურვა