პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე „გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ „ფორმულასთან“ საუბარში განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ განცხადებებს საკუთარი გუნდის წევრებისთვის აკეთებს.
„„ქართული ოცნება“ აგონიაშია და თავისი განცხადებებით, საკუთარი გუნდის წევრებს ელაპარაკებიან, რომლებიც ხვდებიან, რომ ამ გემიდან წასასვლელია. გუნდი პოლიტიკური სამარისკენ მიდის და უნდათ, რომ არავინ გადახტეს. გუშინაც ეგ იყო და დღესაც ეგ გვითხრეს. ამ ენაზე არავინ ელაპარაკება მათ და საკუთარ გუნდს ელაპარაკებიან ასე. „ოცნებას“ საძირკველი აქვს დაშლილი, ველოდებით რომელი გარემო ფაქტორი ჩამოანგრევს სახლს, რომელსაც საძირკველი არ აქვს“, - განაცხადა ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო აქტივისტები და საზოგადოების ნაწილი მმართველი გუნდისგან დაპირებას შესრულებას ითხოვს. კერძოდ, ჩატარდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საკითხი დახურულია და 2020 წელს არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით გაიმართება.