logo
ENG



ხვიჩია: რა დროს საჯაროდ ქეიფია, როცა ამერიკელებმა დაგასანქცირეს, როგორც კრიმინალი

13 მაი 202314:07
3 წუთის საკითხავი
 
ხვიჩია: რა დროს საჯაროდ ქეიფია, როცა ამერიკელებმა დაგასანქცირეს, როგორც კრიმინალი
ვახო ქარელი/ფორმულა

მე რომ მჯეროდეს, რომ ეს მოსამართლეთა გულწრფელი ქეიფი და პურის ჭამაა, ვერავის ვერ აუკრძალავ ამას, ვერც სიმღერას ვერ აუკრძალავ. უბრალოდ, რაღაცნაირად, ამ ყველაფერში ეტყობა ხელოვნურობა ის, რომ ეს ქეიფი იმისათვის კი არაა, რომ იქეიფოს და დრო გაატარონ, არამედ შეკავშირდეს ეს ხალხი მიუხედავად იმ დარტყმებისა, რასაც დასავლეთიდან იღებენ. თუ ამ ნარატივით შეხედავ და ამიტომ დასჭირდათ გორში საქეიფოდ წასვლა,  მერე სიმთვრალეც კი ხელოვნური მგონია. რა დროს ქეიფი და მხიარულებაა საჯაროდ, როდესაც ასევე საჯაროდ ყველამ იცი, რომ ამერიკელებმა დაგასანქცირეს როგორ კრიმინალი.


close დახურვა