"მერაბიშვილი არის მორიგი კოზირი ოცნებისთვის, რათა ადგებით ისაუბროს ოპოზიციაზე",- ასე გამოეხმაურა თინა ხიდაშელი ვანო მერაბიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას. როგორც მან გადაცემაში "პოლიტიკის ფორმულა სოფო ზურაბიანთან" აღნიშნა, მერაბიშვილის პოლიტიკური აქტიურობა ოპოზიციისთვის წამგებიანია და ეს მხოლოდ მოქმედი ხელისუფლებისთვისაა ხელსაყრელი გარემოება.
"ეს არ არის ჩემი და ვინმეს საქმე, რა გადაყწვეტილებას მიიღებს მერაბიშვილი. პოლიტიკურ ცხოვრებაში მას წარმატებებს ნამდვილად ვერ ვუსურვებ, რადგან არცერთი წამით არ მჯერა მისი გულწრფელობის, მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტია. მან მოიხადა სასჯელი და ბრალდებული იყო უმძიმეს დანაშაულზე, მათ შორის ძალადობაზეც. ამიტომ ჩემთვის არაფერი შეცვლილა. ვფიქრობ ყველაფერი, რაც უკავშირდება წინა რეჟიმის დროს განსაკუთრებით ძალადობაში ეჭვმიტანილებს, ეს მხოლოდ "ქართულ ოცნებასა" და ივანიშვილს ეხმარება. ალბათ დღევანდელი ხელისუფლება ყველაზე კმაყოფილია, რადგან ძლიერი არგუმენტი გაუჩნდებათ. მერაბიშვილი არის მორიგი კოზირი ოცნებისთვის, რათა აგდებით ისაუბროს ოპოზიციაზე",-აღნიშნა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, თითქმის 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი დღეს გაათავისუფლეს. მან უკვე დაანონსა, რომ ბრუნდება აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში.