თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა" განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებაში“ აღარ დარჩა დეპუტატი, რომელიც დასავლეთის ფრონტზე იბრძოდა, უკლებლივ ყველამ დატოვა პარტია.
ხიდაშელის თქმით, რაც არ უნდა გააკეთოს ბიძინა ივანიშვილმა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი საქართველოსთვის სანქციების დაწესებას არასდროს დაუჭერს მხარს.
„დღეს „ქართულ ოცნებაში" აღარავინ დარჩა კომპიუტერისა და ინგლისურის მცოდნე, საბეჭდი მანქანები გამოიყენება-თქო. უკლებლივ ყველა, ვინც დასავლეთის ფრონტზე იბრძოდა, დასავლეთში დადიოდა, არც ერთი ასეთი ადამიანი „ოცნებაში" არავინაა. რაც არ უნდა გააკეთოს ივანიშვილმა, არასადროს დავუჭერ მხარს ჩემი ქვეყნისთვის სანქციების დაწესებას. ამიტომ მეძვირფასებოდა ეს ხალხი ჯერ კიდევ „ქართულ ოცნებაში." დღეს საქართველომ ევროსაბჭოში დაიწყო 6-თვიანი თავმჯდომარეობის პერიოდი. ვინ უნდა ითავმჯდომარეოს. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარე იყო თამარ ჩუგოშვილი. მიუხედავად იმისა, როგორ იქცეოდა თამარ ჩუგოშვილი, მე ვიყავი მშვიდად, რომ თუ ის იქნებოდა თავმჯდომარე, არაფერი გვემუქრებოდა," - განაცხადა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა დაპირება არ შეასრულა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. შედეგად, მმართველი გუნდის ნაწილმა უმრავლესობა დატოვა. მათ შორის: თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ და ა.შ.