თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე (ყოფილი ხილიანის ქუჩა) ხე მოტყდა და გზაზე მიმავალ ავტომობილს დაეცა.
ავტომობილის მძღოლს გარეგნული დაზიანებები არ აღენიშნებოდა, თუმცა ის შემოწმების მიზნით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური.