logo
ENG



ხინოს ხეობაში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს

17 ივლ 202112:47
3 წუთის საკითხავი
 
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

მაღალმთიან აჭარაში, ხინოს ხეობაში დაკარგული ორი ახალგაზრდა იპოვეს. მათ ვერტმფრენით ეძებდნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ცნობით, ახალგაზრდების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ხინოს ხეობაში, ხინოსა და გომის მთებს შორის იმყოფებოდა ორი გზააბნეული მოქალაქე, რომლებიც ვერ ახერხებდნენ უსაფრთხო ადგილზე ჩამოსვლას და ესაჭიროებოდათ მაშველების დახმარება. ერთ-ერთ მათგანს მიღებული ჰქონდა ქვედა კიდურის დაზიანება, რის გამოც მაშველების მისვლამდე, დაკარგულებს მოუწიათ მთებს შორის არსებულ ხევში გაჩერება.

ორივე მათგანი ნაპოვნია უვნებლად, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის მიმდინარეობს ახალგაზრდების ჩამოყვანა უსაფრთხო ადგილას", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა