ქუთაისში მიმდინარე აქციაზე ამ წუთებში ხმაურია. უცნობი პირები პროტესტის მიზნით შეკრებილ საზოგადოებასთან მივიდნენ და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ერთ-ერთ მათგანს სახე დაფარული ჰქონდა. ისინი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ ჟურნალისტების მიმართ. ამ ინციდენტამდე რამდენიმე წუთით ადრე კი ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან დემონსტრანტებს კვერცხები დაუშინეს. ამავე კორპუსიდან აქციის მოანწილეების მიმართულებით ისროლეს ცოცხალი ქათამიც.
შეგახსენებთ, რომ ოპოზციის აქცია 14:00 საათზე დაიწყო.