logo
ENG



ხმაური და დაპირისპირება ქუთაისში - ოცნების მხარდამჭერები ბობოხიძის შეხვედრაზე მივიდნენ

03 დეკ 201914:23
3 წუთის საკითხავი
 
m4rgukfung40z6x.jpeg

ამ წუთებში ხმაურია ქუთაისში, პარტია "თავისუფალი საქართველოს" ოფისში, სადაც "ევროპული საქართველოს" წევრი აკაკი ბობოხიძე, ადგილობრივ ოპოზიციას ხვდება. შეხვედრაზე მივიდნენ "ქართული ოცნების" მომხრეები და კონტრ-აქცია მოაწყვეს. ისინი ითხოვენ ბობოხიძესთან პირადად შეხვედრას და ამბობენ, რომ ოპოზიციას ქუთაისში თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ მისცემენ. იყო შენობაში შეჭრის მცდელობაც. ბობოხიძე აცხადებს, რომ "ეს არის ბრბო" და კონტრ-აქციის მონაწილეებს ხვალ, 12:00 საათის შემდეგ შეხვედრას სთავაზობს.

 


close დახურვა