logo
ENG



ხმაური და სიტყვიერი შელაპარაკება პარლამენტთან - შენობის პიკეტირება იწყება

12 დეკ 201908:04
3 წუთის საკითხავი
 
pkc7zkg76zbp54j.jpg

ოპოზიციასა და სამოქალაქო აქტივისტებს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები უკვე დაკავებული აქვთ. ცოტა ხნის ხმაური იყო ერთ-ერთ შესასვლელთან, სადაც პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შელაპარაკება მოხდა. 

"ფორმულას" კორესპონდეტის ინფორმაციით, პოლიცია მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს, რომ სავალ ნაწილზე გადასულიყვნენ. სიტყვიერი შელაპარაკება სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია. ადგილზე „ახალი საქართველოს“ წევრი გიორგი ვაშაძეც იმყოფება. მცირე შელაპარაკება სამართალდამცველებთან მასაც მოუვიდა. როგორც ვაშაძემ განაცხადა, მისთვის გაუგებარია, რატომ წყვეტს პოლიცია თუ სად უნდა დადგენ მომიტინგეები, მაშინ როდესაც ისინი, კანონის ფარგლებს არ სცილდებიან. 

 „პოლიცია გვეუბნება, რომ მარჯვენა ტროტუარზე არ დადგეთო, მარცხენა ტროტუარზეე  დადექითო. ჩემი გადასაწყვეტია ტროტუარის რომელ ნაწილზე დავდგები“, - განაცხაფდა ვაშაძემ.

ჩვენი ჟურნალისტის ცნობით, პოლიციამ ადგილზე ერთი პირიც დააკავა. ვითარებაზე ადგილზე პერიოდულად იძაბება.

 

 

 

 


close დახურვა