logo
ENG



ხმაური დეპუტატ ქვარაიას პრეს-კონფერენციაზე - ორგანიზაცია გაბედეს წევრები ოფისში შეიჭრნენ

22 ნოე 201912:25
3 წუთის საკითხავი
 
spjkmn32lg7ngxs.jpg

მოძრაობა „გაბედეს“ წევრები "მედიაცენტრი მთავარის" ოფისში მივიდნენ, სადაც ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია პრესკონფერენციას მართავდა. აქტივისტების გამოჩენას ქვარაიასა და ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. როგორც ქვარაიამ „ფორმულას“ განუცხადა, აქციასა და ახალგაზრდებს იყენებენ და სჯობს მათ ნაცვლად ლიდერებმა იარონ.

„პრეს-კონფერენციას ვასრულებდით, რა დროსაც ახალგაზრდები მოვიდნენ და შეძახილებით ხელი შეგვიშალეს დასრულებაში. ისინი ხმაურობდნენ, რაღაცა კითხვებს სვამდნენ და პასუხებს არ უსმენდნენ. სამწუხაროა, რომ მათი ლიდერების დაგეგმილი აქცია მიმართული იყო არა კითხვებზე პასუხის გასაცემად, არამედ რაღაცა აქტივობის ჩასატარებლად. ჯობს, ეს ლიდერები ასეთ აქციაზე თავად მოვიდნენ და დაანებონ ახალგაზრდების ასეთი დანიშნულების გამოყენებას თავი", - აცხადებს ქვარაია.

შეგახსენებთ, რომ მერაბ  ქვარაია  „ქართული ოცნების“ ის  დეპუტატია, რომელმაც  საარჩევნო  სისტემის  ცვლილების  კანონპროექტს  მხარი არ დაიჭირა.


close დახურვა