logo
ENG



ხმაური იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე - ბეჟან გუნავას დარბაზი დაატოვებინეს

22 ივნ 202100:12
3 წუთის საკითხავი
 
ხმაური იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე - ბეჟან გუნავას დარბაზი დაატოვებინეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც საარჩევნო კოდექსში ცვლილებები განიხილება, ბეჟან გუნავა ქართული ოცნების წარმომადგენლებს სიტყვიერად დაუპირისპირდა. 

შელაპარაკების შემდეგ გუნავას დარბაზი დაატოვებინეს. 

კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც გუნავამ გააპროტესტა ცვლილებები კოდექსში, რომელთა ნაწილიც მისთვის მიუღებელია. 

"საარჩევნო კომისიის 7 წევრს ნიშნავს პრეზიდენტის მიერ შექმნილი კომისია. რეალურად ეს იქნება ქართული ოცნების მიერ დანიშნული კომისია. მე ვიკითხე, რა გარანტიაა, რომ ეს კომისია არ იქნება ქართული ოცნების მეირ დაკომპლექტებული. მათ არ უნდათ საუბარი. ეს იმას ნიშნავს, რომ წინა კოდექსთან შედარებით არაფერია შეცვლილი. მივმართავ ოპოზიციას, გააგრძელონ ბოიკოტი. მხარი არ დაუჭირონ. ეს უნდა იყოს ერთპარტიულ რეჟიმში მიღებული კანონპროექტი და ბოიკოტი უნდა გაგრძელდეს". - თქვა ბეჟან გუნავამ.  


close დახურვა