logo
ENG



ხმაური ოზურგეთის საკრებულოში, სხდომაზე ოპოზიციამ უმრავლესობას რუსეთის ჰიმნი ჩაურთო

01 მარ 202312:24
3 წუთის საკითხავი
 

ოზურგეთის საკრებულოში ოპოზიციამ ქართულ ოცნებას რუსეთის ჰიმნი ჩაურთო. ასე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობა რუსული კანონის დაინიცირებას

"ეს [რუსეთის ჰიმნი] არის ერთადერთი რაც თქვენ [უმრავლესობას] გაკლიათ. მოუსმინეთ, შეგიძლიათ ფეხზეც წამოდგეთ, გულზე ხელი დაიდოთ იმიტომ, რომ სხვა არაფერი არ გაკლიათ, თქვენ ხართ რუსული მთავრობა."- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, თათია ნიკოლაიშვილი.

ქართული ოცნების დეპუტატის, მარი ჩხიკვიშვილის თქმით, მას რუსული კანონი "ჯერ-ჯერობით სიღრმისეულად" არ შეუსწავლია.

"ამ კანონთან დაკავშირებით მიმდინარეობს განხილვა. ჯერ-ჯერობით სიღრმისეულად არ მაქვს შესწავლილი. მოგვიანებით შევეცდები ამასთან დაკავშირებით კომენტარი გავაკეთო."- აცხადებს ქართული ოცნების დეპუტატი მარი ჩხიკვიშვილი.


close დახურვა