logo
ENG



ხმაური საკრებულოში - ნაცემია ლევან ხაბეიშვილი

24 იან 202014:47
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საკრებულოში ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ინციდენტის დროს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი სცემეს.  ხაბეიშვილის განცხადებით, მას უმრავლესობის წევრები, ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების გამო, დაუპირისპირდნენ. 

"რამდენიმე სვავი დამესია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩემი თვალი რამე პრობლემას შექმნის, ძალიან ცდება. მთელი ცხოვრება გადადებული მაქვს ივანიშვილთან, კალაძესთან და ქურდულ სამყაროსთან ბრძოლაში. ერთი ერთზე ვერ მერევიან და ამიტომ დამესია ამდენი კაცი. პრობლემა იყო ის, რომ რამდენიმე ტელევიზიის ეთერში მოვყევი ამბავი, რომ დამლაგებლები მუშაობენ 8 ლარზე, დავიცავი ისინი და ეს არ მოეწონათ. 

ფარჩაკები და ლაჩრები ხართ. ახლა გაიპრანჭებიან და იტყვიან, რომ არა მე ეს არ მიქნია. კალაძე ამით ბედნიერი იქნება. ეს მარტო მე კი არ დამარტყეს ახლა, დაარტყეს ყველას ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. არაფერი არ მტკივა, გარდა იმისა, რომ მტკივა ჩემი ქვეყანა. ყველაფერი გაივლის, მაგრამ ეს ხალხი პოლიტიკურ ოპონენტს ფიზიკურად უსწორდება. ქვეყანაში ჟარგონად რომ ვთქვათ "ბესპრეძელია". შეუძლიათ რომ მხოლოდ ფიზიკურად დაგიპირისპირდნენ. მეტი გონება არ აქვთ და ჩლუნგები არიან. მნიშვნელობა არ აქვს ვინ მირტყავდა, ეგენი კოლექტიური ივანიშვილები და კალაძეები არიან", - განაცხადა ხაბეიშვილმა. 

 

 

 


close დახურვა