16:10 ლევან ხაბეიშვილი საკრებულოში შესვლას კიბით ცდილობდა, თუმცა დაცვამ ის სამსახურში კიბის გამოყენების გარეშე შეუშვა.
16:00 საკრებულოს თავმჯდომარის, ბექა დავითულიანისა და ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრა დასრულდა, შეხვედრის შემდეგ მედიასთან განცხადებები გააკეთეს ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა.
15:55 ოპოზიციის ლიდერები, ელენე ხოშტარია და ხატია დეკანოიძე მოითხოვენ, რომ ერეკლე კუხიანიძე დაუყოვნებლივ გაუშვან საკრებულოდან. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის თქმით, უმოქმედობით საკრებულოს უმრავლესობა ლეგიტიმაციას აძლევს ჩვენი მოქალაქეების და, მათ შორის, ვაჟა გაფრინდაშვილის ტყვეობაში ყოფნას.
15:35-ოპოზიცია ერეკლე კუხიანიძის გადაყენების მოთხოვნით საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში მოლაპარაკებებს მართავს. შეხვედრას ესწრება უმრავლესობის დეპუტატი, ბექა დავითულიანიც.
15:25-მორიგი დაპირისპრიება საკრებულოში - ოპოზიციას, რომელიც მედიასთან განცხადებას აკეთებდა, "ქართული ოცნების" წევრი ბექა დავითულიანი დაუპირსპირდა და კომენტარი შეაწყვეტინა. მის ამ ქმედებას ოპოზიციის გაღიზიანება მოჰყვა, კამათი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. "კომკავშირელებო" - ამ სიტყვებით მიმართა ენმ-ს წევრმა, ხატია დეკანოიძემ ბექა დავითულიანსა და "ქართული ოცნების" სხვა წევრებს, რომლებიც ოპოზიციას პროტესტის სეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ. დავითულიანის ტქმით, კუხიანიძის გათავოისუფლების გადაწყვეტილებს მხოლოდ და მხოლოდ უმრავლესობა მიიღებს და ეს ოპოზიციის პრეროგატივა არ არის.
14:58 - საკრებულოსთან მომხდარ ინციდენტზე შსს ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყებაში "ფორმულას" განუცხადეს, მომხდარის შედეგად დაკავებულია 4 პირი.
14:21-საკრებულოსთან მომხდარი ინციდენტის დროს კიდევ 2 პირი დააკავეს. თამარ კაკაბაძისა და შუშანა მაცაბერიძის დაკავების შესახებ ინფორმაციას, მოძრაობა "სირცხვილიას" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა მაქარაშვილი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ავრცელებს.
13:43-სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით ჟურნალისტების ნაწილი კუხიანიძის კაბინეტთან მდებარე დერეფნიდან გამოაძევეს. კიბის უჯრედში მობილიზებული არიან პოლიციელები, რომლებიც მედიასაშუალების წარმომადგენლებს, მათ შორის "ფორმულას" გადამღებ ჯგუფს გადაადგილების და მუშაობის საშუალებას არ აძლევენ.
13:31 - ამ წუთებში ვითარება დაიძაბა საკრებულოს შიგნით, სადაც მოძრაობა შეცვალეს აქტივისტები, "ევროპული საქრათველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები იმყოფებიან. ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით საპატრულო პოლიცია, რომელიც ჟურნალისტებს მუშაობაში ხელს უშლის და არ აძლევს საშუალებას გააშუქონ ადგილზე მიმდინარე მოვლენები.
13:16 - საკრებულოსთან მოძრაობა "შეცვალეს" ერთ-ერთი აქტივისტი დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია სად გადაიყავნეს მოძრაობის წევრი სამართალდამცველებმა. აქციის მონაწილეები ადგილზე რჩებიან. იქ იმყოფება ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილიც.
12:51 - ამ წუთებში ხმაურია საკრებულოში, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები იმყოფებიან. რამდენიმე წუთის წინ შენობიდან ლევან ხაბეიშვილი ზალის გამოყენებით გამოიყვანეს, რომელსაც სხეულზე დაზიანებების კვალი აღენიშნება, მას მკლავზე აქვს სისხლჩაქცევები. ადგილზე იმყოფებიან ენმ-ს სხვა წევრების, ზაალ უდუმაშვილი და ხატია დეკანოიძე. ხაბეიშვილი ისევ ცდილობს საკრებულოში შესვლას და აცხადებს, რომ ყველა გზით ეცდება შენობაში დაბრუნებას.
"ყველა კარი დაკეტილია, თითო ადამიანის ეშინიათ. მარტო უნდა შევიდეს და რას გავაპროტესტებ?-კუხიანიძის არსებობას, მეტი რა უნდა გავაკეთო. ჩაკეტილია ყველა კარი, მუშაობენ ქაჯები, მეტი არაფერი... ერეკლე კუხიანიძე არის დეპუტატი, რომელმაც ჩვენს ტყვე მოქალაქეს წიხლი მიაყოლა და შვილმაც უარყო. ის კაცი არ უნდა შედიოდეს საკრებულოში თუ მე? ეს არ არის პოლიტიკური საკითხი. ყველა მხრიდან ვეცდები შესვლას. არ ვიცი მე რა შესაძლებლობები მაქვს ივანიშვილს რანაირად მოვერიო, მთელს პოლიციას და დაცვის სამსახურს. მე ვწუხვარ, რომ ბიჭებს, რომლებსაც ფორმა აცვიათ, იყენებენ ზონდერებად",-აცხადებს ხაბეიშვილი.
საკრებულოს შენობაში კი სამოქალაქო აქტივისტები არიან, რომლებმაც ერეკლე კუხიანიძის კაბინეტი დაიკავეს. სამართალდამცველები მათ კაბინეტიდან ზალის გამოყენებით აძევებენ.