ხმაური იყო ფოთში, ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე, სადაც ქართული გადამზიდავი კომპანიების მძღოლებისთვის მოწყობილია ტირ-პარკი.
ტრაილერების მძღოლები იქ ტვირთის აღების მოლოდინში თვითიზოლაციაშია არიან მოქცეულები. მძღოლები იქ არსებულ პირობებს აპროტესტებენ და თვითიზოლაციის რეჟიმის მოხსნას მოითხოვენ.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს 223 მძღოლის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა "პისიარ" კვლევისთვის და პასუხების მიღებისთანავე ისინი ტერიტორიას დატოვებენ. ამჟამად ტირ-პარკში თვითიზოლაციის პროცესს 168 მძღოლი გადის.
ფოთის მერისთვის გაუგებარია მძღოლების პროტესტი და მოთხოვნა ტერიტორიის დატოვების შასახებ, რადგანაც ტირ-პარკი ხვალიდან ისედაც წყვეტს ფუნქციონირებას და მძღოლებმა აღნიშნული ტერიტორია ყველა შემთხვევაში უნდა დატოვონ.