ქობულეთში სამართალდამცავებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება იყო, მოსახლეობა სოფელ ციხისძირში მანდარინის ნარჩენების დაყრას აპროტესტებს.
ქობულეთის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მანდარინის გადამამუშავებელი ქარხნიდან მოტანილ ნარჩენებს, რომელსაც ამოთხრილ ორმოებში ყრიან, გაუსაძლისი სუნი აქვს, ასევე ჯანმრთელობისთვის სახიფათოა და 300-მდე ოჯახს აწუხებს.
აქციებს ადგილობრივები ორი დღეა მართავენ, პოლიციამ გუშინ აქციის მონაწილეები ტერიტორიიდან ძალით გაიყვანა.