logo
ENG



ხმაურიანი აქცია ოცნების ოფისთან - უმრავლესობის სხდომა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

25 ნოე 201910:16
3 წუთის საკითხავი
 
jrdq4hseu4fby4l.jpeg

 

ამ წუთებში „ქართული ოცნების ოფისში“  უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, სხდომის პარალელურად აქცია  „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები აქციას მართავენ.

სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდება მმართველი პარტიის პოზიცია, თუ არჩევნების რა მოდელზე შეჯერდება უმრავლესობა. დეპუტატები, რომლებმაც საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი არ დაუჭირეს, გუშინ პარტიის ლიდერს შეხვდნენ. დეპუტატების თქმით, ისინი პარტიის ლიდერთან პრინციპულ საკითხებზე შეჯერდნენ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რაზე ისაუბრეს შეხვედრისას.

 


close დახურვა