logo
ENG



ხმების ხელახალი გადათვლის შედეგად, ზუგდიდის საკრებულოში ენმ-მ ერთი მანდატი დაკარგა

08 ოქტ 202101:51
3 წუთის საკითხავი
 
ხმების ხელახალი გადათვლის შედეგად, ზუგდიდის საკრებულოში ენმ-მ ერთი მანდატი დაკარგა
ვახო ქარელი/ფორმულა

საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმების ხელახალი გადათვლის შედეგად, ზუგდიდის საკრებულოში ენმ-მ ერთი მანდატი და გარანტირებული უმრავლესობა დაკარგა. 

მე-11 ოლქის 53-ე, 54-ე, 57-ე და 58-ე უბნების გახსნის შედეგად ქართულ ოცნებას ბათილი ბიულეტენებიდან 12 ხმა დაემატა. 

მანამდე, ენმ-ს საკრეებულოში 23 დეპუტატი ჰყავდა, ახლა კი - 22.

ამ დროის მონაცემებით, ქართულ ოცნებას 20 დეპუტატი ჰყავს, გახარიას პარტიას 2, ერთი კი გაუნაწილებელი მანდატია.

ენმ-ის ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელის, ანი წითლიძის თქმით, ოლქი წინასწარ გახსნეს და ამის გამო მიიღეს ხმების ხელახლა გადათვლის გადაწყვეტილება.

წითლიძე ამბობს, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და ამ საკითხზე პროკურატურას აუცილებლად მიმართავს. 

"უმრავლესობა არ დაგვიკარგავს მაინც ჩვენ ვართ უმრავლესობაში მიუხედავად იმისა რომ ერთი მაჟორიტარი თავხედურად წაგვართვეს. არადა უბნებზე თვითონ იყვნენ კომისიის უმრავლესობაში და თურმე ისევ თავისებმა “გაუყალბეს” არადა უბრალოდ გახსნეს ბიულეტენები და ჩაამატეს.

მეორე ტურში ამაზე პასუხს მიიღებთ ზუგდიდელებისგან. მეორე ტურის იმ ერთ მაჟორიტარსაც მოგიგებთ და მერსაც! ხვალ პროკურატურაში მირანდა მესხის წინააღმდეგ შევიტან სარჩელს და ვპირდები რომ აუცილებლად მოუწევს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა", - წერს წითლიძე facebook-ზე.


close დახურვა