ხობის მუნიციპალიტეტში მინივენის ტიპის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა - „ფორმულას“ ინფორმაციით, ავარიას ორი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო , სასწრაფო დახმარების ბრიგადები და პოლიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორმულას“ განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.