ხობში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ ერთი კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ბოძს შეეჯახა, რის შემდეგაც მას ცეცხლი გაუჩნდა. შეჯახებისას მძღოლი მანქანიდან გადმოვარდა და მძიმე დაზიანებები მიიღო, ხოლო მგზავრმა ცეცხლის გაჩენის შემდეგ მანქანიდან გადმოსვლა ვერ შეძლო. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.