logo
ENG



ხობში სადისტრიბუციო ჯერ მანქანას, შემდეგ მიკროავტუბუსს შეეჯახა - 10-მდე ადამიანი დაშავდა

18 აგვ 202313:00
3 წუთის საკითხავი
 
ფორმულა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში სადისტრიბუციო მიკროავტობუსი ჯერ მანქანას შეეჯახა, შემდეგ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ზუგდიდი-სენაკის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო მიკროავტობუსს დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად 10-მდე ადამიანია დაშავებული, მათი ნაწილი კლინიკაში გადაიყვანეს, ნაწილს კი დახმარება ადგილზე უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


close დახურვა