ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად ბუჩქნარს გაუჩნდა, შემდეგ კი, ტყის მასივზე გავრცელდა.
როგორც „ფორმულას“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის შვიდი ეკიპაჟია მობილიზებული.
უწყებაში ამბობენ, რომ ხანძარი დასახლებულ პუნქტთან ახლოსაა, თუმცა ამ დროისთვის გავრცელების საშიშროება არ არსებობს და ვითარება კონტროლს ექვემდებარება.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.