logo
ENG



ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

05 ნოე 201908:17
3 წუთის საკითხავი
 
zot9m0b2fqxcqx0.png

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა გრძელდება. კალანდიას დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. შეგახსენებთ, რომ 51-ე სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირება ხორავას ქუჩაზე 2017 წლის 1-ელ დეკემბერს მოხდა, რა დროსაც ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. დადუნაშვილი ადგილზე გარდაიცვალა. სარალიძის გადასარჩენად კი ექიმები რამდენიმე საათის განმავლობაში იბრძოდნენ. ის 2 დეკემბერს დაიღუპა.


close დახურვა