logo
ENG



ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, მოსამართლე შეიცვალა

27 ნოე 201918:03
3 წუთის საკითხავი
 
igzhjs3xeodvu3t.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, მოსამართლე შეიცვალა.

მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილი, გიორგი არევაძემ ჩაანაცვლა. შედეგად დაცვის მხარის მოთხოვნით სასამართლო პროცესი 3 დეკემბრამდე გადაიდო. 

"ბრალდების მხარე მზად იყო საქმის არსებითი განხილვისთვის, წარმოდგენილი გვყავდა 4 მოწმე და ჩვენს ინტერესებში არ შედიოდა პროცესის გადადება. თუმცა დაცვის მხარემ პოზიციის ჩამოსაყალიბებლად მოითხოვა დრო", - აცხადებს პროკურორი მირიან მეგრელიშვილი.

 

 


close დახურვა