თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა დასრულდა. საქმეზე სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას 25 თებერვალს გამოაცხადებს.
ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მას არავინ მოუკლავს.
შეგახსენებთ მიხეილ კალანდიას 2017 წლის დეკემბერში, მომხდარ მკვლელობაზე დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობა ედება ბრალად.