logo
ENG



ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა

01 დეკ 201920:26
3 წუთის საკითხავი
 
sdandnnnl9m6fmo.jpg

 

ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა.

2017 წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე, 51-ე სკოლის ორი მოსწავლე - ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე თანატოლებმა მოკლეს. 

ტრაგედიის ადგილზე დღეს მოკლული ახალგაზრდები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. 

„ჩემი პოლიტიკა არის ჩემი ოჯახი და შვილი, რომლისთვისაც უნდა ვიბრძოლო მთელი ცხოვრება, სანამ სამართალი არ აღდგება", - ამბობს მოკლულის მამა ზაზა სარალიძე.

შესაძლო დამნაშავეების გამოვლენას შვილმოკლული მამის ორწლიანი ბრძოლა, პროკურატურისა და შსს-ს 2 ახალი გამოძიება, არაერთი ჟურნალისტური გამოძიება და პარლამენტის საგამოძიებო კომისია დასჭირდა. ამის მიუხედავად, სარალიძისთვის სამართალიანობა ჯერ არ აღდგენილა. სარალიძე მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესის დასრულებას ელოდება.

 


close დახურვა