logo
ENG



ხორვატიაში პოლონელი მომლოცველების ავტობუსი თხრილში ჩავარდა - შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

06 აგვ 202218:45
3 წუთის საკითხავი
clock 518
2022/08/06/dzate2lntdntihi.jpg
Reuters

ხორვატიაში პოლონელი მომლოცველების ავტობუსი გზიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა. შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 32 კი დაშავდა.

32-ვე გადარჩენილმა მგზავრმა სხვადასხვა დაზიანებები მიიღო. 19 მათგანი მძიმედ დაშავდა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ყველა მგზავრი პოლონეთის  ზრდასრული მოქალაქეა. ავტოსაგზაო შემთხვევა ადგილობრივი დროით 05:40-ზე მოხდა. ავტობუსი ზაგრების სიახლოვეს გზიდან გადავიდა.

მოგზაურობა წმინდა იოსების კათოლიკურმა ჯგუფმა დაგეგმა. მომლოცველთა ჯგუფში 3 მღვდელი და 6 მონაზონი იყვნენ. ისინი ბოსნიაში, მეჯუგორიეს კათოლიკური ტაძრისკენ მიემგზავრებოდნენ, რომელიც მომლოცველებისთვის პოპულარული ლოკაციაა.

პოლონეთის იუსტიციის მინისტრმა და გენერალურმა პროკურორმა ვარშავის პროკურატურას ტრაგედიის მიზეზების გამოძიება დაავალეს. 2 პოლონელი მინისტრი კი ხორვატიაში გაემგზავრა.

თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ შემთხვევას 11 ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ ერთი ადამიანი მოგვიანებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ხორვატიის პრემიერ მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა დაღუპულების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ ქვეყნის სამაშველო სამსახურები თავდაუზოგავად მუშაობენ. 


close დახურვა