logo
ENG



ხოფის ბაზრობა დაიკეტა, დასაქმებულთა ნაწილს ტესტირება უტარდება

08 სექ 202014:17
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბათუმში ხოფის ბაზრობა დაიკეტა. დღეს გამოვლენილი 45 ახალი შემთხვევიდან, 3 სწორედ ხოფის ბაზრობას უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ინფიცირებულია მამა-შვილი, რომლებიც ბაზრობის ტერიტორიაზე მუშაობდნენ. 

ბაზრობაზე, სადაც 4 000-მდე ადამიანია დასაქმებული, მოიჯარეთა ნაწილს ეტაპობრივად ტესტირება ჩაუტარდება. 

"ვუტარებთ PCR ტესტირებას იმ მოიჯარეებს, რომლებიც იმ მაღაზიასთან ახლო მეზობლები იყვნენ. დანარჩენ მოიჯარეებს თხოვნით მივმართეთ, რომ წასულიყვნენ და სხვადასხვა ლოკაციებზე აეღოთ ეს ტესტი. ვთქვით, რომ ფიზიკურად ყველას დღეს ვერ ავუღებდით ტესტს. პასუხები, სავარაუდოდ დღეს იქნება", - ამბობს ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენელი. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 1729 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 1321 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა. 

 


close დახურვა