ხოფის ბაზრობაზე მდებარე ტანსაცმლის მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სხვა ობიექტებზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე არსებობდა, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება დროულად შეძლეს.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 6 ეკიპაჟი მუშაობდა.