logo
ENG



ხოშტარია: ანალიზებში რამდენიმე მაჩვენებელი იყო იმდენად საშიში, რომ აუცილებელი იყო გადასხმა

10 ნოე 202113:52
3 წუთის საკითხავი
 
ხოშტარია: ანალიზებში რამდენიმე მაჩვენებელი იყო იმდენად საშიში, რომ აუცილებელი იყო გადასხმა
ვახო ქარელი/ფორმულა

ელენე ხოშტარიამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გუშინ პირველი გადასხმა გაიკეთა. მისი თქმით, ანალიზებში რამდენიმე მაჩვენებლის მიხედვით გადასხმა აუცილებელი იყო. 

დროას ლიდერი აცხადებს, რომ ვინაიდან შეიცვალა კონტექსტი, მისი პროტესტის ფორმის გახანგრძლივების მოტივით, ექიმების რჩევით, სამედიცინო ჩარევებს დათანხმება, თუმცა არა მდგომარეობის გაუმჯობესების, არამედ ლეტალური შედეგის პრევენციის მიზნით. ხოშტარია აცხადებს, რომ თავს კარგად გრძნობს.

"ანალიზებმა აჩვენა, რომ რამდენიმე მაჩვენებელი იყო იმდენად საშიში, რომ აუცილებელი იყო გადასხმა, მე გუშინ მივიღე პირველი გადასხმა, ოღონდ ხაზგასმით ვამბობ, არ გავიკეთებ არც ერთ გადასხმას, რომელიც უბრალოდ გააუმჯობესებს ჩემს მდგომარეობას, გავიკეთებ მხოლოდ იმ სამედიცინო ჩარევას, რომელიც აგვარიდებს ან ლეტალური შედეგის დადგომას ან გონების დაკარგვას. ახლა ჩემი შიმშილობის რეჟიმი არის ასეთი და იქნება იმგვარი, რომ ბოლომდე, რამდენი ხანიც არ უნდა იყოს საჭირო, შევძლო შიმშილობა, ვიბრძოლო და გავაგრძელო ამ სახით პროტესტი“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დროას ლიდერი მე-8 დღეა, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს. ის პარლამენტის შენობაშია. 


close დახურვა